#მოამბე 21 საათზე, 14 ოქტომბერი, 2021 #LIVE


• აქცია თავისუფლების მოედანზე - ქართული და ევროპული სასამართლო განაჩენების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ
• მოსკოვის პროვოკაციული განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შემდეგ და თბილისის მწვავე პასუხი - საქართველოსთვის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაცია მიუღებელია და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა
• ქვეყანაში ეპიდემიის მეხუთე ტალღა მოსალოდნელზე ადრე დაიწყო, თუმცა ვაქცინაციაზე მიმართვიანობა ყოველდღიურად მცირდება - ექიმები მოქალაქეებს სთხოვენ, ვაქცინის გაკეთებით საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენაში წვლილი შეიტანონ
• ნორვეგიის ქალაქი კიონგსბერგი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა, 2 კი მძიმედ დაჭრა; თავდამსხმელი დაკავებულია; ქვეყნის უსაფრთხოების სააგენტო მომხდარს ტერორისტულ აქტს უკავშირებს; განიხილება პოლიტიკური მოტივიც

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან