#მოამბე 21 საათზე, 28 ოქტომბერი, 2020 #LIVE


▶ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან რეკორდულად ბევრი ადამიანი გამოჯანმრთელდა - ინფიცირების რაოდენობამ მცირედით იკლო, თუმცა სტატისტიკა ორ რეგიონში კვლავ მზარდია;

▶ ჯანდაცვის სისტემას სამედიცინო ფაკულტეტების უფროსკურსელთა რეზერვი 9 ნოემბრიდან ეყოლება; ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ სიტუაცია სრულად მართვადია;

▶ მმართველი გუნდი ოპოზიციას საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანაში ადანაშაულებს - ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ამბოხების სცენარს ამუშავებს; „ქართული ოცნების“ განცხადება და ადრესატთა პასუხი;

▶ აშშ-ის წინასაარჩევნო გზავნილი საქართველოს და პოლიტიკური შეფასებები - კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ს საქართველოში ფავორიტი პარტიები არ ჰყავს და სტრატეგიული პარტნიორის მიზანი ქართული დემოკრატიის გაძლიერებაა; მმართველი გუნდი ელჩის განცხადების ადრესატად ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მიიჩნევს, ოპოზიცია კი გზავნილში მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკას კითხულობს;

▶  საქართველოს დედაქალაქი პანდემიის მიუხედავად ჯაზფესტივალს და მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავებს მასპინძლობს - ფესტივალი 13-დან 14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება; ჯაზსამყაროში აღიარებული მუსიკოსები, ლეგენდარული შემსრულებლები და ვირტუოზული წარმოდგენები.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან