პირველი ქალი პრეზიდენტი


სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.

სახელმწიფოს მეხუთე მეთაური ქვეყანამ პირდაპირი წესით და ექვსწლიანი ვადით ბოლოჯერ აირჩია.

პარიზში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებულ ზურაბიშვილს მრავალწლიანი დიპლომატიური წარსული აქვს. საფრანგეთის საელჩო, საფრანგეთის საგარეო უწყება, გაერო - წლების განმავლობაში ის სხვადასხვა სტატუსით არაერთ საერთაშორისო მისიაში იყო ჩართული. 2004 წელს კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, თუმცა ერთ წელში მაშინდელმა პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც ყოფილი პირველი დიპლომატი ოპოზიციაში წავიდა.

საპრეზიდენტო მარათონში ჩართვამდე იყო პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი.

გიორგი კობერიძე დაინტერესდა, რას ელოდებიან პოლიტოლოგები ქალი პრეზიდენტის ექვსწლიანი მმართველობისგან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან