ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაძვირდა


ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა.
მგზავრობის ღირებულება 40 თეთრის ნაცვლად 60 თეთრი გახდა. გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ მიიღო. მგზავრობის გაძვირებას „ქართული ოცნების“ 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა თავი შეიკავა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მგზავრობის საფასურის გაძვირება გარდაუვალი იყო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან