დაკავება ოჯახში ძალადობის ბრალდებით


სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ერაყის მოქალაქე, ამჟამად საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების მქონე, 1976 წელს დაბადებული თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აღნიშნულმა პირმა 30 აპრილს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას მიმართა და სახლიდან გაქცეული არასრულწლოვანი შვილების მოძებნაში დახმარება ითხოვა. იმავე დღეს, პოლიციას აღნიშნული მოქალაქის არასრულწლოვანმა შვილებმაც მიმართეს და განაცხადეს, რომ მამა მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. საგამოძიებო პროცესებში ჩაერთნენ სოციალური მუშაკებიც, რომლებმაც ორივე გოგონა დაუყოვნებლივ მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაადგინა, რომ დაკავებული საკუთარ შვილებზე ძალადობდა, რის გამოც იგი დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე  მიმდინარეობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან