უფლება დარღვეული ქალი და მოზარდების იმიტირებული პროცესი

03/18/2018
Radio Atinati-ის მიერ

ასოციაცია \"ათინათის\" ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული პროცესი ჩატარდა, სადაც მოზარდებმა სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. კერძოდ, ქალის მიერ გააუფრთხილებლობით ჩდენილი მკვლელობის საქმე, რომელშიც ბრალდებულის უფლებების დარღვევა იყო გამოკვეთილი.

სასამართლო ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობით წარიმართება, რომლებმაც მკვლელობაში ბრალდებული ქალი გაამართლეს.
„ქალი, იმიტომ რომ მარტი ქალთა თვედ არის მიჩნეული. ჩვენ ამით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ დღეს ქალების უფლებები ხშირად ირღვევა, რაც არასამართლიანია და ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს“, - თქვეს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა.

ღონისძიება \"ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში გაიმართა. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, მას საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) ახორციელებს. სამეგრელოში პროექტის პარტნიორია ასოციაცია \"ათინათი\".


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან