გაყიდვების მენეჯერი

აღწერა

კომპანია "UNION" აცხადებს ვაკანსიას ოთახშორისი კარის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია "UNION" აწარმოებს უმაღლესი ხარისხის კარებსა და ავეჯს 1990 წლიდან. მისი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ასზე მეტი ოთახშორისი კარის ვარიანტს, კედლის პანელებს, ტიხრებს, კარადებს და სხვა. UNION"-ის პროდუქცია შექმნილია თანამედროვე იტალიელი არქიტექტორების მიერ და დამზადებულია მაღალი ხარისხის კომპონენტებისგან და ნედლეულისგან. კომპანიის პრიორიტეტია - თანამედროვე დიზაინი და ინოვაციური ტექნოლოგია. ოთახშორისი კარის გაყიდვების მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის დეტალური შესწავლა; ** გაყიდვების ხელშეწყობა, რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა და მომხმარებელთა პორტფელის გაზრდა; ** კომპანიაში შემოსულ მომხმარებელთა დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა; ** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმოება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით; ** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება; ** მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი შეკვეთის განხორციელება და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; ** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ** გაყიდვის შემდგომი follow up- ის განხორციელება; ** მონაცემთა ბაზების წარმოება, პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი; ** კომპანიაში არსებული პროდუქტების მუდმივი განვითარების მიზნით ბაზრის შესწავლა, ბაზარზე არსებული ფასების, ბრენდების და პროდუქტების ანალიზი; ** მომხმარებლების მუდმივი ინფორმირება კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე და აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება; ** სოციალური ქსელების მეშვეობით კლიენტებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება; ** მომხმარებელთა ბაზის შედგენა და განახლება; ** პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოთახშორისი კარის გაყიდვის მიმართულებით. ** MS Office-ის ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი; ** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** სისხარტე; ** კომუნიკაბელური; ** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული; ** განვითარებაზე ორიენტირებული; სამუშაო პირობები: ** სახელფასო დიაპაზონი 2000-3000 ლარი (+ბონუსი); ** სამუშაო გრაფიკი და სხვა დეტალები განიხილება გასაუბრების დროს; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] "Subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. განიხილება მხოლოდ იმ პირთა რეზიუმეები, რომელსაც აქვს სამუშაო გამოცდილება ოთახშორისი კარის გაყიდვის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


უნიონი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო