აღწერა
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია / სახმელეთო ხაზი - შპს "სილქ როუდ ლოჯისტიკ" - სთავაზობს მომხმარებელს ყველა ტიპის ტვირთის ტრანსპორტირებას ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით, კომპანია 8 წელია რაც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს ხაზს ჩინეთი - საქართველოს მიმართულებით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. დოლიძის 5ა
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)
ანაზღაურება: ბონუსი განისაზღვრება შესრულებულ გეგმასთან მიმართებაში
ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** პოტენციური მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება და კომპანიის სერვისების გაცნობა;
** არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია,
** შეკვეთის მიღება, გაფორმება და მისი შესრულების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი,
** როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზაციული უნარები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. |