პროექტის მენეჯერი

აღწერა

"რუმბოქსის" გუნდში ვეძებთ ახალ წევრს - პროექტის მენეჯერს! "ROOMBOX" აწარმოებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს ნომრებს და საოფისე ფართებს საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან. კომპანიამ მიზნად დაისახა ქართულ რეალობაში კონტეინერის სახლების პოპულარობის ზრდა. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://roombox.ge/ შენთვის საინტერესო დეტალები: ** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე ** ანაზღაურება: 1500 -2000 ლარი + ბონუსი ** სამედიცინო დაზღვევა; ** სატელეფონო ლიმიტი; ** ანაზღაურებადი შვებულება: 24 სამუშაო დღე რას გთავაზობთ ჩვენ: ** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს; ** განვითარების პერსპექტივას; ** საინტერესო და კრეატიულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; ** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას. თუ ამ ჩამონათვალის კითხვისას საკუთარ თავს ამოიცნობ, სწორედ შენ გვჭირდები: ** პროექტის/წარმოების დეტალური დაგეგმვა, პროცესებისა და ყველა საჭირო სტრუქტურული ერთეულის კოორდინაციის უზრუნველყოფა; ** პროექტის მართვა შეთანხმებული გრაფიკითა და ბიუჯეტით; სამუშაოთა გეგმა-გრაფიკის მომზადება; ** ბაზრის მუდმივი კვლევა და ანალიზი პოტენციური მომწოდებლების გამოსავლენად; მომწოდებელთა ბაზის წარმოება; ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკება და გარიგების ფორმალიზება; ** მონაწილეობა მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლში; ** კომპანიის ობიექტების მონიტორინგი; ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და რეპორტინგი; ** რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელისგან. გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე : https://hrbluewaters.bitrix24site.ru/projectmanager/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


რუმბოქსი

ანაზღაურება


1,500₾ -2,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო