ბიზნესის განვითარების მენეჯერი

აღწერა

Polaris Shipping & Trading Limited არის პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საზღვაო ტრანსპორტის პროფესიონალების მიერ თბილისში. ჩვენი მიზანია ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის საერთაშორისო სტანდარტების სერვისების მიწოდება, რაც უზრუნველყოფს კლიენტისთვის საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას. ჩვენი გუნდით, ღირებულებების ერთგულებით, ორგანიზაციული კულტურით, გამოცდილებით და პოზიტიური განწყობით, ვცდილობთ ვიყოთ სანდო პარტნიორი ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. 
 ხელფასი: 1000 ლარი (მოჭრილი) ბონუსი: მარჟის 15% როლის აღწერა: ბიზნესის განვითარების მენეჯერი ექვემდებარება ოპერაციების მენეჯერს და გვეხმარება ბიზნესის განვითარებაში გაყიდვების მიმართულებით. როლი მოიცავს ყოველდღიურ ამოცანებს, რომლებიც დაკავშირებულია კლიენტებთან ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებასთან, ლიდების გენერაციასთან, გაყიდვების ოპერაციების მენეჯმენტთან, ორგანიზაციის სერვისების მხარდაჭერასთან. 
 კვალიფიკაცია

კანდიდატებს უპირატესობა მიენიჭებათ ქვემოთჩამოთვლილი კვალიფიკაციებით: ** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში / ლოგისტიკაში / სხვა დაკავშირებულ მიმართულებებში ** განათლების ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში ** ძლიერი ინტერპერსონალური და მოლაპარაკების უნარი ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი ** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების შესანიშნავი უნარი ** Microsoft Office-ისა და კომპიუტერული ლიტერატურის მაღალი დონე ** ინგლისური ენა (სხვა დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად) ** მაღალი სტანდარტები, პირადი დისციპლინა და ძლიერი ხასიათი თანასწორობა და მრავალფეროვნება: ჩვენ ხელს ვუწყობთ ინკლუზიურ სამუშაო გარემოს, რომელიც პატივს ცემს მრავალფეროვნებას მისი ყველა ფორმით. გვჯერა, რომ ყველა ინდივიდს პატივისცემითა და ღირსებით უნდა მოეპყროთ, განურჩევლად რასისა, ეთნიკური კუთვნილებისა, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიისა და ასაკისა. ჩვენ მხარს ვუჭერთ თანაბარ შესაძლებლობებს და ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ყველა იგრძნობს თავს დაფასებულად. მზად ვართ უზრუნველვყოთ სამართლიანობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დაქირავებისა და დასაქმების პროცესში. [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კომპანია


Polaris Shipping & Trading Limited

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო