აღწერა
სასტუმრო "საფირი ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: დაბა ბაკურიანი, ბორჯომის ქ N2
სამუშაო განაკვეთი: სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი სმენა
ანაზღაურება: 1000 ლარი
საცხოვრებელი და ორჯერადი კვება უზრუნველყოფილია სასტუმროს მხრიდან.
სასტუმრო ფუნქციონირებას განაახლებს 15 მაისიდან
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** დაჯავშნის სისტემა არეალში მუშაობა (ტრენინგი უზრუნველყოფილია)
** სასტუმროში შემოსულ სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.
ძირითადი მოთხოვნები:
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** სავალდებულოა ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენებს
დამატებითი სარგებელი:
** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** საცხოვრებელი;
** ორჯერადი კვება.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ: 577 027 072
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ აღნიშნული ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას! |