"პათოლოგიის კვლევითი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ოპერატორის (მბეჭდავის) პოზიციაზე.
სამუშაო დრო:
** ნახევარი განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ცვლები 09:30-14:00 და 14:00-18:30, თვეში ორი შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე;
** სრული განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:30 საათამდე ყოველი მეორე შაბათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი, კონსტანტინე ჩაჩავას N1, პათოლოგიის კვლევითი ცენტრი;
ანაზღაურება:
** ნახევარ განაკვეთი - 500 ლარი;
** სრული განაკვეთი - 800 ლარი (კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით 1000 ლარი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზების სამედიცინო პროგრამაში ასახვა.
** ასახული ინფორმაციის კონტრაქტორ კლინიკებთან და პაციენტებთან გადაგზავნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** უცხო ენების ცოდნა - რუსული/ინგლისური (საკომუნიკაციო დონეზე).
ცოდნა და უნარები:
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობა;
** ოპერატიულობა;
** გუნდურობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე [email protected] და ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დამხმარე ოპერატორის (მბეჭდავი)"
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.