აღწერა

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "კონტაქტ ჰოუმის" ცენტრალურ საწყობში ვეძებთ მძღოლს C კატეგორიით. "კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება. სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა, ანდრონიკაშვილის ქ. №27 მძღოლის ფუნქცია-მოვალეობები იქნება: ** მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება; ** მიწოდების პროცესში პროდუქციისა და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა; ჩვენს გუნდში ვეძებთ მძღოლს, რომელსაც აქვს: ** C კატეგორიის მართვის მოწმობა; ** B, C კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ: ** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა; ** ანაზღაურება: 1100₾; ** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო) ** Fitpass; ** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off. ** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected]. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 24 მაისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი". გისურვებთ წარმატებას! ** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოფისის მენეჯერი
კონტაქტჰოუმი
თბილისი დედლაინი: 19 საათის წინ

ქოლ ცენტრის ხელმძღვანელი
კონტაქტჰოუმი
თბილისი დედლაინი: 19 საათის წინ

მძღოლის დამხმარე
კონტაქტჰოუმი
თბილისი 800₾ დედლაინი: 5 დღეში

კომპანია


კონტაქტჰოუმი
დედლაინი
1 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო